ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში, ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გვერდმა „მაღაროელი“ გაავრცელა. მათი ცნობით, სავარაუდოდ, დაღუპულია შახტში დასაქმებული.