janmedi
ავერსი ნემო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანიის „A+M Consulting and Communications“ ორგანიზებით, კანადის ქალაქ ტორონტოში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია „Wines of Georgia Trade Tasting“ გაიმართა. 

ღონისძიების მიზანს კანადის ბაზარზე ქართული ღვინის მრავალფეროვნების, უნიკალური გემოვნური თვისებებისა და მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის კულტურის წარმოჩენა და პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

„Wines of Georgia Trade Tasting“-ის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვან ასორტიმენტს, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო და უკეთ შეეფასებინათ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, უნიკალური მეღვინეობის ტრადიციები.

ღონისძიების ფარგლებში ორი მასტერკლასი ჩატარდა, რომლებსაც ღვინის სფეროს 80-მდე პროფესიონალი დაესწრო. პარალელურად გამართულ ღია დეგუსტაციაში კი 200-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა.

ტორონტოში გამართული ღონისძიება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და კანადელ ღვინის პროფესიონალებთან, იმპორტიორებსა და მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან კანადაში 203 ათას ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.

104