jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მიიჩნევს, რომ თითოეულმა აცრილმა მოქალაქემ ვაქცინაციის აუცილებლობაში  კიდევ ერთი ადამიანი რომ დაარწმუნოს, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიცვლება.
 
“არაეთხელ მითქვამს, რომ კონცეპტუალურად არასწორი და არაეთიკური ტერმინია ვაქცინაციასთან მიმართებით გამოვიყენოთ ტერმინი - სავალდებულო. ამ შემთხვევაში მოთხოვნები ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აისახება covid-პასპორტში, რომელიც შესაფერისი წესით უნდა გამოვიყენოთ.
 
დღეს მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული, თითოეულმა აცრილმა ადამიანმა რომ იმუშაოს კიდევ ერთ ადამიანთან და დაარწმუნოს ვაქცინაციის აუცილებლობაში, ამით ჩვენი ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებდა. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარების გარეშე ეპიდემიები არცერთ ქვეყანაში არ დამთავრებულა და ვერც ეს დასრულდება", - აცხადებს გაბუნია.
 
 
 
809