უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ BBC- სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსეთი ომის დასრულების შემდეგაც პუტინის ეგიდით გააგრძელებს არსებობას, ეს იქნება კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის.
ვიღაც ფიქრობს, როგორ დასრულდება ომი? რა პირობებში? ომი დასრულდება ორ შემთხვევაში: ან უკანასკნელ მოსკოველს განვდევნით უკრაინიდან, მაგრამ ეს იქნება ნაწილობრივი გამარჯვება ამ ომში, რადგან ჯერ კიდევ არსებობს დამონებული რუსეთი, დამონებული ერი. თუ ის პუტინის ეგიდით გააგრძელებს არსებობას, ეს იქნება კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის. არის მეორე, თეორიული ვარიანტიც, რომ ომი დასრულდება, როდესაც უკანასკნელი უკრაინელი გმირი მოკვდება.