პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ არის რისკები, “ფაიზერის” ვაქცინა იმდენი რაოდენობით ქვეყანაში აღარ იყოს, რასაც ველოდით.
ფხაკაძემ, ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ისაუბრა, და მეგობრებს კიდევ ერთხელ ურჩია, მოასწრონ და აიცრან "ფაიზერით" სანამ ის არის, რადგან ვაქცინა იმ რაოდენობით, რომ ყველას ეყოს, არ არის.
"რასაც ახლა გეტყვით, არის ჩემი მეგობრებისათვის, გახსოვთ რომ ვამბობდი - “აიცერით “ფაიზერის” ვაქცინით, სანამ ის არის”, სამწუხაროდ, დღეს მქონდა რამდენიმე შეხვედრა, ძალიან სამწუხაროა, რასაც ვამბობ, მაგრამ არის რისკები, რომ “ფაიზერის” ვაქცინა იმდენი რაოდენობით ქვეყანაში არ იქნება. მიაქციეთ ყურადღება, რასაც ახლა გეტყვით, პატარა რჩევას გაძლევთ - აიცერით, სანამ ვაქცინა არის! ჰო და ანტივაქსერები, ვინც მისმენს, ნუ აიცრებიან , კი ბატონო, მაინც არ არის იმდენი ვაქცინა, რომ ყველას ეყოს. . . თქვენ კი, ვინც ხართ ჩემი მეგობრები, გეუბნებით, აიცერით “ფაიზერით” , სანამ არის! თქვენ გაქვთ დრო თვის ბოლომდე. მოითხოვეთ “ფაიზერი”, რომც მოგიწიოთ სხვა ქალაქში ან სოფელში გადასვლა. ოქტომბერში რა იქნება მართლა არ ვიცი, რაღაცას ვიტყვი და მერე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანენ, ამიტომ თავს ვიკავებ. ვთქვი არჩევნების ჩატარება არ შეიძლება მეთქი, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს.
მე ვსაუბრობ “ფაიზერზე”, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული , ავტორიზებული. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები აიძულო აიცრან ვაქცინით, რომელიც არ არის რეგისტრირებული არასწორია, მაგრამ რეგისტრირებული ვაქცინა შეიძლება იყოს სავალდებულო, როგორც ეს უკვე გააკეთა ამერიკამ სამხედროებისთვის.
ვისაც არ უნდა, დაანებეთ, შეეშვით, ნუღარ ეუბნებით, მაინც არაა იმდენი ვაქცინა, რომ ყველას ეყოს. ყველა ვერ გადარჩება, როგორც ამბობენ ხოლმე, ეს მათი არჩევანია. თქვენ, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ წადით და დროზე აიცერით!
თემა დახურულია, სამი კვირა გაქვთ, მერე რა იქნება მართლა არ ვიცი, მე ვიცოდი , რომ ჩვენ შემოგვდიოდა კიდევ დამატებითი ვაქცინები ევროკავშირიდან, ახლა აღარ ვიცი… უცნაურია ის, რაც ხდება ქვეყანაში. მე ისე დაწყნარებული ვიყავი , ამერიკა გვაძლევდა ნახევარ მილიონ დოზას, სახელმწიფო იყიდდა კიდევ ერთ მილიონს და კიდევ ევროკავშირის ქვეყნები სამეზობლო პოლიტიკიდან ასევე მოგვაწოდებდა, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა…"