თეირანში, ევინის ციხეში აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
თვითმხილველების განცხადებით, ტერიტორიაზე შეინიშნება ძლიერი კვამლი.
ციხის ადმინისტრაციის ცნობით, დაპირისპირება კრიმინალურ ელემენტებს შორის მოხდა და ხანძარზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.
ირანში, ევინის ციხე პოლიტპატიმრების საპყრობილედ მოიაზრება. მასშტაბური არეულობების დროს დაკავებულები სწორედ აღნიშნულ ციხეში გადაიყვანეს.