ხანძარია ამ წუთებში თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადაც ერთ-ერთი შენობის სარდაფიდან ძლიერი კვამლი გამოდის.
ადგილზე სახანძრო სამსახურის 3 ეკიპაჟია მობილიზებული. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდი ავრცელებს.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, უცნობია.
შეგახსენებთ , რომ თბილისში, საღამოს კიდევ ერთი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით ცეცხლი ბახტრიონის ქუჩაზე ხორცპროდუქტების მაღაზია "ნოსტეში" გაჩნდა.