თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“ მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ერთ-ერთი ნომერი დაჯავშნა, სადაც ხელყუმბარა ააფეთქა. აფეთქების შედეგად, მან დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.