თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა თბილისში, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით შესყიდული საცხოვრებელი ფართები მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ინდორმაციას უწყება ავრცელებს.
 
“წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას, ჯამში, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავცემთ. 260 ოროთახიანი ბინის მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები შეიქმნა, სწორედ ამიტომ, ადგილზე, პირადად გავეცანი ვითარებას და სამშენებლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება, რომ 260-ვე ბინა, უახლოეს მომავალში, ორ ნაწილად, მაისისა და ივნისის თვეებში ჩაგვბარდება. ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.  
 
მისივე ინფორმაციით, დამატებით, თბილისში, კონკურსის საფუძველზე შესყიდული 240 ბინის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
1086