თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის გამტარობის გასაზრდელად საპასპორტო კონტროლის ზონა გაფართოვდა, – ამის შესახებ აღნიშნულია „ტვ ჯორჯიას“ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia, მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, აეროპორტების ინფრასტრუქტურის მუდმივ გაუმჯობესებაში ინვესტირებას განაგრძობს.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდის ხელშესაწყობად და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შესამცირებლად მთლიანად შეიცვალა და მოდერნიზდა სასაზღვრო ჯიხურები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების სივრცეში განთავსდა 10 ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხური. პროექტის შედეგად, რვა მეტრით გაიზარდა საპასპორტი კონტროლის სივრცის სიგრძე, ხოლო ფართობი – 240 კვადრატული მეტრით და ჯამში 510 კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთნაკადის გამტარობას. პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 350 ათას ლარს აჭარბებს“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.