gorgia
ავერსი legi

თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. რეგულარულ რეისებს სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-ი დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2026 წლის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.

„ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებულ საავიაციო პოლიტიკას, მათ შორის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მზარდ დინამიკას და ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.

სკანდინავიის ქვეყნები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების პროცესში. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კი მნიშვნელოვნად გაზრდის ამ მიმართულებით დაკავშირებადობას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე.

85