მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.
კერძოდ, მარშს უკვე შეუერთდნენ გმირთა მოედანზე, მარჯანიშვილის მოენდაზე და რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ევოკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები.
მარშის შემაჯამებელი ღონისძიება სწორედ თავისუფლების მოედანზე შედგება. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტი თავისუფლების მოედანზე, 19:00 დაიწყება.