tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 170 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.
როგორც ის განმარტავს, რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა კვლავ უფასოა, ამიტომ მოუწოდებს მათ, რომ აიცრან.
„გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ტარდებოდა 30 ნოემბრის ჩათვლით. დღეისთვის აცრილია 170 ათასზე მეტი ადამიანი. იმუნიზაცია მაღალი რისკჯგუფის პირებისთვის გრძელდება, ორსულებისთვის და სხვა კატეგორიებისთვის. დღესაც არის შესაძლებელი აცრა, პროგრამა გრძელდება. მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფში მყოფი პირები აიცრან", - აღნიშნა გაბუნიამ.
ავტორი
მირანდა შურღაია
219