5-12 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი Pfizer-ის მიერ წარმოებული Covid-ვაქცინა დაახლოებით, მეორე კვარტალში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა.
„5-12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის Pfizer-ის ვაქცინის მოწოდებაზე მუშაობა მიდის და ვფიქრობთ, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან ეს ვაქცინა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 12-15 წლის და ასევე 16-17 წლის მოზარდებში მიმდინარეობს. 16 თებერვლის მონაცემებით 12-15 წლის ასაკბრივ კატეგორიაში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 995 (2.25%) სრულად აცრილია - 3 010 (1.70%) მოზარდი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 487 (15.40%) სრულად კი 10 986 (13.55%) პირი.