საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ.
სტუდენტებს, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის მეტროსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც სიტყვით გამოდიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.