შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 24 ადამიანს ეძებენ.
სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.