შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.