სტამბოლში საცხოვრებელი ცათამბჯენი იწვის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 24-სართულიანი შენობის ქვედა სართულებზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობას მოედო.
როგორც მედია წერს, ამ დროისთვის, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. შენობა სტამბოლის აზიურ ნაწილში, ფიკირტეპის რაიონში მდებარეობს.