ყატარი 2022– „სტადიონი 974“, მრავალი თვალსაზრისით უნიკალური არენაა, რომელიც, დიდი ალბათობით, მუნდიალის შემდეგ დაიშლება.
„სტადიონი 974“ ასევე, განსაკუთრებულია იმით, რომ მის ასაშენებლად 974 კონტეინერი გამოიყენეს. მისი სახელი კი მომდინარეობს როგორც კონკრეტულად გამოყენებული კონტეინერების რაოდენობიდან, ასევე ყატარის საერთაშორისო სატელეფონო კოდიდან (+974).
სტადიონი 40 000 მაყურებელზეა გათვლილი, არის ხუთვარსკვლავიანი და მდებარეობს დოჰაში, რას აბუ აბუდის რაიონში. ამ უჩვეულო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ექვსი და მერვედფინალის ერთი მატჩი ჩატარდება.
ეს სტადიონი უნიკალურია იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი საფეხბურთო არენაა, რომელიც დროებითია და მუნდიალის დასრულების შემდეგ მისი დემონტაჟი და მასალების გადამუშავდება იგეგმება.
თუმცა, არის მეორე და უფრო საინტერესო ვერსია – სტადიონს დაშლიან და გემით სამხრეთ ამერიკაში წაიღებენ – კერძოდ, ურუგვაიში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ურუგვაი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს.