1 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 210 746 აცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 დოზით ვაქცინირებულია 802 083 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.1%-ს შეადგენს, ხოლო სრულად აცრილია 408 663 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 14.3%-ია.
ამასთან, 31 აგვისტოს 26 201 ადამიანი აიცრა.