სპეცრაზმმა, პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ამ წუთებშიც, სდსს-ს ეზოში შეკრებილი სპეცრაზმის წევრები სპეციალურ ეკიპირებას იცვამენ.
პარლემენტთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც #არარუსულკანონს - აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შესასვლელთან დღეს დამონტაჟებული რკინის ჯებირების მოხსნას.
მათ პარლამენტთან განთავსებული ჯებირი დაშალეს.