რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა უკრაინული ძალები "უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქის მძევლად აყვანაში" და მშვიდობიანი მოსახლეობის "ფარად" გამოყენებაში დაადანაშაულა.
BBC-ის თანახმად, პრეზიდენტ პუტინს აღნიშნულის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები "ერთი ხალხია" და დაამატა, რომ ის დასავლეთის მიერ შექმნილ "ანტირუსეთს" გაანადგურებს.