ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები.
„ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად მიმდინარეობს ხუთი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი. ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით და ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობს, ვიდრე კიდევ არ იქნება სხვა ცხედრები ნაპოვნი. დაახლოებით, 70 პროცენტია მიწის მასისგან გასასუფთავებელი ადგილი, ძალიან დიდი მიწის მასაა მოწყვეტილი. დიდი ალბათობით, სამუშაოები დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.