განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 70% ვაქცინირებულია. ამის შესახებ მან დღეს, პირველ დეკემბერს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.
„საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა და ზრდას ყოველდღიურად განაგრძობს. სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, 2 დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით. აღნიშნულ პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს“, – განაცხადა ჩხენკელმა.